მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნის მოსახლეობა ხარჯავს ყველაზე მეტ დროს ვიდეოთამაშებზე?

6130e9fa9a335
ნათია თაქთაქიშვილი
02.09.21 22:24
717
ანალიტიკური პლატფორმა Statista იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლის ზრდასრული მოსახლეობა ვიდეოთამაშებზე ყველაზე მეტ დროს ხარჯავს.

ანალიტიკური პლატფორმა Global Consumer Survey-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ყველაზე დიდ დროს ვიდეოთამაშებზე ჩინეთის მოსახლეობა ხარჯავს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 50%-ი კვირაში 6 საათზე მეტს ხარჯავს ვიდეოთამაშებზე.

Statista-ს ცნობით, ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილი აშშ-ს უჭირავს, რომლის მოსახლეობის დაახლოებით 44% 6 საათზე ცოტათი ნაკლებს ხარჯავს ვიდეოთამაშებზე კვირის განმავლობაში. პლატფორმის ცნობით, მე-3 და მე-4 ადგილს დიდი ბრიტანეთის და გერმანიის მოსახლეობა ინაწილებს.

Top-10 ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც ყველაზე მეტ დროს ხარჯავს ვიდეოთამაშებზე:
1. ჩინეთი
2. აშშ
3. დიდი ბრიტანეთი
4. გერმანია
5. ესპანეთი
6. საფრანგეთი
7. შვეიცარია
8. სამხრეთ კორეა
9. ავსტრია
10. იაპონია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები