კონკურენციის სააგენტო სათვალეების მაღაზიების ქსელის “რონიკოს” მიერ სათვალეების მაღაზიების ქსელის, “ართთაიმის” შესყიდვას შეისწავლის. ამის შესახებ კონკურენციის სააგენტომ განცხადება დღეს გააკეთა.
საქმე იმაშია, რომ კონკურენციის სააგენტო პასუხისმგებელია ერთსა და იმავე სექტორში მოღვაწე კომპანიების კონცენტრაციებზე წინასწარი თანხმობა გასცეს, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა.
ბიზნეს რეესტრის სააგენტოს თანახმად, “რონიკომ” “ართთაიმი” 2.5 მილიონ ლარად შეიძინა.
ამ დროისთვის როგორც რონიკოს, ასევე ართთაიმს გამოქვეყნებული აქვთ 2021 წლის ფინანსური ანგარიშები. მათი მიხედვით, “რონიკოს” შემოსავალი 19.1 მილიონი ლარი იყო, ხოლო წმინდა მოგებამ 4.2 მილიონი შეადგინა.
ხოლო “ართთაიმის” შემოსავალმა 12.3 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო კომპანიის წმინდა მოგება 2.2 მილიონი ლარი იყო.