რუსეთის ავიაციამ უკრაინის რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის დედაქალაქზე სარაკეტო იერიში განახორციელა. ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე ოლქში საჰაერო თავდაცვის განგაშის სიგნალები ჩაირთო. იერიშის შედეგად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აფეთქებები ფიქსირდება.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო ტელეგრამ არხის საშუალებით აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: „რუსი ტერორისტები უკრაინის ენერგომომარაგების ობიექტების განადგურებას ცდილობენ. დღეს აფეთქებები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ფიქსირდება“.
მისივე ინფორმაციით, კიევის ოლქში რაკეტები საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. „შესაბამისი სამსახურები დაშავებულებს ეხმარებიან და შედეგების ლიკვიდაციაზე მუშაობენ“, - თქვა ტიმოშენკომ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად კიევში 3 ადამიანი გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა.
მან უკრაინელებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა. რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. კიევში აფეთქებები რამდენიმე რაიონში განხორციელდა.
ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, კიევის დროით 15:00 საათისთვის ლვოვი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.