მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი კომპანიებისა და მიგრანტებისთვის ორმაგი დაბეგვრის ამოქმედებას გეგმავს

64660d2c3186c
გიორგი თოლორდავა
18.05.23 15:43
718
რუსეთის ფედერაციის მთავრობა ახალ საკანონმდებლო ცვლილებაზე მუშაობს, რომლის მიხედვით „არამეგობრულ“ სახელმწიფოებში ბაზირებული კომპანიები და მიგრანტები ორმაგად დაიბეგრებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ გადასახადის გადახდა ორი ქვეყნისთვის ერთდროულად მოუწევთ, აქედან ერთი კი აუცილებლად რუსეთი იქნება.

Forbes Russia-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ზუსტად არ არის განსაზღვრული ორმაგი დაბეგვრის პირობები, თუმცა ფაქტია, რომ საკანონმდებლო ცვლილებაზე აქტიურად მუშაობენ ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური და საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ცვლილების მიზანი რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდა და იმ რუსი მოქალაქეებისთვის საგადასახადო წნეხის გაზრდაა, რომლებმაც ქვეყანა ომის დაწყების შემდეგ დატოვეს.

აღსანიშნავია, რომ ორმაგი დაბეგვრის სისტემა მხოლოდ „არამეგობრული“ სტატუსის მქონე სახელმწიფოებში იმოქმედებს, რომელთა შორის საქართველო არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები