მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის ცენტრალური ბანკი: „ქვეყნის საბანკო სისტემა სტაბილურია“

621b567f5f8d9
ვიქტორია მღებრიშვილი
27.02.22 14:42
5112
რუსეთის ცენტრალური ბანკი ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ მიმართული სანქციების ამოქმედების საპასუხოდ, რუსეთის ცენტრბანკში აცხადებენ, რომ მათი საბანკო სისტემა სტაბილურია და ლიკვიდურობას ინარჩუნებს.

მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ SWIFT-დან გათიშვის მიუხედავად, საბანკო ოპერაციები ქვეყნის შიგნით ხელმისაწვდომია. ამასთან ცენტრალურ ბანკში იუწყებიან, რომ რუსეთის ბანკის ფინანსური ოპერაციების სისტემა, რაც SWIFT-ის ანალოგია, მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარის განვითარების შემთხვევაში ქვეყნის შიგნით ფინანსური ოპერაციების შესრულებას უზრუნველყოფს.

„რუსეთის ბანკი ფინანსური სტაბილურობის და ფინანსური სექტორის საოპერაციო სისტემის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საჭირო რესურსებსა და ინსტრუმენტებს მართავს.

რუსეთის ბანკი შეუწყვეტლად მიაწვდის ბანკებს ნაღდ და უნაღდო ლიკვიდურობას რუბლში. “რეპოს“ აუქციონები ორშაბათს ყველა ბანკის განაცხადს დააკმაყოფილებს.

რუსეთის საბანკო სისტემა სტაბილურია და შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის კაპიტალის და ლიკვიდურობის სათანადო მარაგი გააჩნია. მომხმარებლის ანგარიშებზე ყველა რესურსი დაცულია და დროის ნებისმიერ მომენტში ხელმისაწვდომია.

საბანკო სერვისები ჩვეულ რეჟიმში მიეწოდება. ბანკების ყველა ბარათი რუსეთის ტერიტორიაზე ნორმალურ ფუნქციონირებას აგრძელებს.

ქვეყნის შიგნით ფინანსური შეტყობინებების გადაცემას რუსეთის ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემა მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარების შემთხვევაში უზრუნველყოფს", - წერია განცხადებაში

შეგახსენებთ, რუსული ბანკების ნაწილი SWIFT-იდან გაითიშება, EU რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებს ყინავს.

ცნობისთვის, WSJ-ის თანახმად, რუსეთის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები 630 მილიარდ დოლარს შეადგენს, Bloomberg-ის თანახმად, ამ რეზერვების სავალუტო კომპოზიციის უკანასკნელი ღია სტატისტიკა 2021 წლის მეორე კვარტლისთვის არის ხელმისაწვდომი. მისი მიხედვით, თანხის 32.2% (201 მლრდ დოლარი) ევროს აქტივებში იყო განთავსებული, 16.4% კი დოლარში ($103 მილიარდი). ჩინური იუანის წილი 13%-ია, ოქროს რეზერვების კი 22%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები