მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმების დატოვების შემდეგ, ხორბლის ფასი გაიზარდა

635fb9aa37cf3
მარიამ ვარადაშვილი
31.10.22 16:03
532
რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი გაიზარდა. ერთი ბუშელის ფასი 5%-ით 8.72 დოლარამდე გაიზარდა. წლიურ ჭრილში ზრდა 9%-ს შეადგენს.

უკრაინამ და რუსეთმა 22 ივლისს სტამბოლში გააფორმეს შეთანხმება თურქეთთან და გაეროსთან, უკრაინის სამი პორტიდან [ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის] მარცვლეულის ექსპორტზე. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

29 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით სევასტოპოლში მყოფ რუსულ სამხედრო და სამოქალაქო გემებზე შეტევა განახორციელა, რის გამოც შეთანხმებას ტოვებს. მანამდე გაეროში რუსეთის ელჩი დაიმუქრა შეთანხმების დატოვებით.

Reuters წერს, რომ შეთანხმების ფარგლებში ივლისიდან დღემდე ჯამში 9.5 მლნ ტონა მარცვლეულია ექსპორტირებული. თურქეთის, გაეროს, უკრაინისა და რუსეთის ჩართულობით ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრიც იყო შექმნილი, რომელიც პორტებიდან გასულ გემებს უწევდა ინსპექტირებას.

რუსეთის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის მიუხედავად, უკრაინა, თურქეთი და გაერო ექსპორტს გააგრძელებენ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები