მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მთავარი განაკვეთი 8,5%-დან 12%-მდე გაზარდა

რუსეთის ცენტრალური ბანკი

რუბლის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა მკვეთრად გაამკაცრა.

ცენტრალური ბანკის დირექტორთა საბჭომ რიგგარეშე სხდომაზე განაკვეთი 8.5%-დან 12%-მდე გაზარდა.

"გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ფასების სტაბილურობაზე მოქმედი რისკების შეზღუდვის მიზნით", - ხაზგასმით აღნიშნა ცენტრალურმა ბანკმა. პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ „ინფლაციური ზეწოლა კვლავ იზრდება. 7 აგვისტოს მდგომარეობით წლიური ინფლაცია 4.4%-მდე გაიზარდა და ფასების ზრდის ამჟამინდელი ტემპი კვლავ დაჩქარებულია.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა  პოლიტიკა ზედიზედ მეორედ გაამკაცრა ბოლო თვეში. ივლისში ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი 7,5-დან 8,5%-მდე გაზარდა.

დაუგეგმავი შეხვედრის მოწვევას წინ უძღოდა რუბლის მნიშვნელოვანი შესუსტება - 14 აგვისტოს ბირჟის გახსნისას რუბლმა დოლარის მიმართ 100-ის ნიშნული გადალახა, ხოლო შუადღისთვის დოლარზე 101-მდე დაეცა. ამჟამად 1 რუბლი 98 დოლარად ივაჭრება 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები