რუსეთმა ევროპის საბჭო დატოვა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. აღსანიშნავია, რომ რუსეთს ევროსაბჭოდან გარიცხვა ემუქრებოდა, თუმცა ამ პროცესებს მოსკოვმა თავად დაასწრო.
რუსეთის ამ ინსტიტუტიდან გასვლა ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მოქალაქეები ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რუსეთის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ვეღარ იჩივლებენ.
როგორც რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, NATO-ს და ევროკავშირის ქვეყნები ევროსაბჭოს „აღმოსავლეთში თავიანთი ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური გაფართოების იდეოლოგიური მხარდაჭერის საშუალებად“ მიიჩნევნენ.
„არ შეგეშინდეთ. ჩვენს ქვეყანაში ყველა უფლება გარანტირებული იქნება საჭიროებისამებრ და უპირობოდ“, - განაცხადა სლუცკიმ.