მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა თურქეთისთვის საქონლის მიწოდება ოკუპირებული აფხაზეთის გავლით დაიწყო - აფხაზური მედია

642d5fe6603e6
გიგა ბენია
05.04.23 15:59
1245
რუსეთმა თურქეთისთვის საქონლის მიწოდება ოკუპირებული აფხაზეთის გავლით დაიწყო. აფხაზური მედიის ინფორმაციით, სოხუმში პირველი საკონტეინერო მატარებელი რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. ტრანზიტის ფაქტს ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის თავმჯდომარე, ალიას ლაბახუა ადასტურებს.

„ცოტა ხნის წინ მატარებელი 62 კონტეინერით ჩამოვიდა. ტრანზიტი რუსეთიდან თურქეთში განხორციელდა. მატარებელმა გაიარა, საბაჟოს მხრიდან შეფერხება არ ყოფილა", - აღნიშნა ალიას ლაბახუამ და დასძინა, რომ მატარებელი ტვირთს თურქეთიდან რუსეთშიც გაიტანს.

ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის შედგა შეთანხმება, რომ მათი ტერიტორიების გავლით, სატრანზიტო საქონელმა შეუფერხებლად უნდა გაიაროს.

BMG საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს უკვე დაუკავშირდა. კომენტარს მიღებისთანავე გაგაცნობთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები