მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთსა და უკარაინაში ფალსიფიცირებულ ღვინოს საქართველოს სახელით ყიდიან - წილოსანი პრობლემის მოგვარების პირობას დებს

605dcfd8c0bf6
BM.GE
26.03.21 16:06
934
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი საქართველოში ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ამ დარგის მიღწევებსა და პრობლემებზე იმსჯელეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ კომპანიების წარმომადგენლებს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში შესატანი იმ ცვლილებების პროექტი გააცნო, რომლებიც უშუალოდ მათი წარმოების სფეროს ეხება.

თავის მხრივ, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა მოსაზრებები და წინადადებები წარმოადგინეს, რომელთა გათვალისწინებამ მათივე აზრით, ხელი უნდა შეუწყოს მეწარმეთა წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტას.

პარლამენტის ცნობით, ბოლო დროს პრობლემათა შორის განსაკუთრებით აქტუალური გახდა მეზობელი ქვეყნების ბაზრის გაჯერება ფალსიფიცირებული ე. წ. ქართული ღვინით, რომელიც მეზობელ ქვეყნებშია წარმოებული, ხოლო მისი რეალიზაცია ხდება როგორც ქართულის, ქართული წარწერით. ეს კი მნიშვნელოვანწილად ხელს უშლის ქართველ მეღვინეებს და ამ პრობლემის მოგვარება მათი აზრით, მხოლოდ სახელმწიფოს ხელეწიფება.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ალკოჰოლური სასმელების წარმოებას მნიშვნელოვანი წილი უკავია ქვეყნის ეკონომიკაში, განსაკუთრებით ექსპორტში და კომიტეტი ყოველთვის მზადაა, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დაეხმაროს ადგილობრივ მეწარმეებს.

„ყველა იმ თემას, რომელიც მათთვის საინტერსო და მნიშვნელოვანი იყო, შევისწავლით და კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ პრობლემების მოგვარების მიზნით, მათ შორის, ქართული ღვინის ფალსიფიკაციისგან დასაცავად რუსეთსა და უკრაინაში. ამისთვის გამოვიყენებთ ყველა შესაძლო მექანიზმს. სამწუხაროდ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა ამ საკითხს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ართულებს, თუმცა რეალური შესაძლებლობა გვაქვს უკრაინასთან მიმართებაში ქართული ღვინის უნიკალურობა დავიცვათ, რათა იქ ქართული ღვინის ფალსიფიცირებას მოეღოს ბოლო“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნინო წილოსანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები