მსოფლიოს არაერთი ფინანსური და ტექნოლოგიური კომპანიების რიცხვს PayPal-იც უერთდება და უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთში სერვისებს თიშავს. ამის შესახებ reuters-ი წერს.
„შექმნილ ვითარებაში, ვაჩერებთ PayPal სერვისებს რუსეთში“, - თქვა კომპანიის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დენ შულმანმა და დასძინა, რომ PayPal-ი დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და გმობს რუსეთის ძალადობრივ სამხედრო აგრესიას უკრაინაში.
ცნობისთვის: უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები მოუწოდებდნენ PayPal-ს, დაეტოვებინა რუსეთი და დაფინანსების მოზიდვაში უკრაინას დახმარებოდა.
თავის მხრივ, საგადახდო კომპანია PayPal-მა პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრის დაწყებიდან ამ დრომდე PayPal-ი საქველმოქმედო ორგანიზაციებს უკრაინისთვის 150 მილიონ დოლარზე მეტის მოზიდვაში დაეხმარა.