მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რუსი გიდების რაოდენობა ქვეყანაში უკვე საგანგაშოა” - ალექსანდრე გიორგიძე

644fcee993cca
ანუკა ჯოხაძე
01.05.23 18:53
2265
ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულმა სუბიექტებმა აქტიურად დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ტურებს გეგმავენ და შესაბამის მომსახურებას საქართველოს ვიზიტორებს სთავაზობენ. გიდი ალექსანდრე გიორგიძე ამბობს, რომ საქართველოში მომუშავე უცხოელი გიდების 99% რუსეთის მოქალაქეა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით სახელმწიფომ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას. უფრო კონკრეტულად გიორგიძე აცხადებს, რომ ყველა ფიზიკური პირის დარეგისტრირება უნდა მოხდეს და ისინი გადასახადს ბიუჯეტში უნდა იხდიდნენ, ასევე გიდს უნდა ჰქონდეს სამუშაო ნებართვა და იცოდეს ქართული ენა.

“რუსი გიდების რაოდენობა ქვეყანაში უკვე საგანგაშოა. ნებისმიერ მარტივ ტურზე, როდესაც მივდივარ ჩემს ტურისტებთან ერთად ვხვდები მათ. ბოლო ერთ წელიწადში ძალიან ბევრი უცხო ადამიანი გვხვდება.

ძალიან მარტივი სქემა მოქმედებს, ვინაიდან საქართველოში ჩვენ არ გვაქვს არანაირი საკანონმდებლო შეზღუდვა ზოგადად უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, ისინი ხსნიან სოციალურ გვერდს ფეისბუქზე, ინსტაგრამზე და რამდენიმე ონლაინ პლატფორმაზე ყიდიან ტურებს და მარტივად იზიდავენ მოქალაქეებს.”-აცხადებს ალექსანდრე გიორგიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები