საერთაშორისო ენერგეტიკული ბირჟაზე ვოლატილობს მაღალი დონე ისევ ნარჩუნდება. ბარელი Brent-ის ფასი 80 დოლარის ფარგლებში მერყეობს, მისი ღირებულება ერთ კვირაში თითქმის 4%-ითაა შემცირებული.
WTI Crude ბირჟაზე ამჟამად 73 დოლარად ივაჭრება, რაც ერთ კვირაში დაფიქსირებული ვარდნის 5%-იანი მაჩვენებელია.
რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 58 დოლარამდეა შემცირებული, რაც ერთ კვირაში დაფიქსირებული 2%-იანი ვარდნის მაჩვენებელია, ერთ კვირაში კი რუსული ნავთობი 7.5%-ითაა გაიაფებული.
დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც. ევროპის მასშტაბით გაზის ფასი ერთ დღეში 4%-ითაა შემცირებული და ამჟამად მეგავატი-საათი Dutch TTF-ის ღირებულება 47 ევროს შეადგენს.