რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბირჟაზე ბარელი Urals-ის ფასი 57 დოლარს აღწევს, რაც ერთ დღეში თითქმის 10%-ით გაზარდილი მაჩვენებელია; ერთთვიან პერიოდში კი მატების მაჩვენებელი 12%-ს აღწევს.
რუსული ნავთობის გაძვირება პირდაპირ კავშირშია ჩინეთში საწარმოო აქტივობის მკვეთრ ზრდასთან. მოგეხსენებათ, ჩინეთი რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ნავთობმომხმარებელია, შესაბამისად, მისი ეკონომიკური აქტივობის გააქტიურება პირდაპირ აისახება Urals-ის ფასზე.
გასათვალისწინებელია, რომ დასავლურ სახელმწიფოებს ფაქტობრივად შეწყვეტილი აქვთ რუსული ნავთობის იმპორტი, შესაბამისად, ზემოხსენებული ფასი ძირითადად აზიის ქვეყნებს და, მათ შორის, საქართველოს ეხება.
რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ევროპული ბენჩმარკის, Dutch TTF-ის ღირებულება მეგავატ-საათზე 44 დოლარს შეადგენს, რაც ერთ კვირაში დაფიქსირებული მატების 10%-იანი მაჩვენებელია.