მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული Tinkoff Bank-ი ევროში ტრეიდინგის ფუნქციონალს აუქმებს

63fc677ce954d
გიორგი არონია
27.02.23 23:00
774
"რუსული ნეობანკი, Tinkoff Bank-ი ევროში ტრეიდინგის ფუნქციონალს გააუქმებს", - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

რუსული ბანკის ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ რუსეთისადმი დაწესებული სანქციების მე-10 პაკეტს უკავშირდება, რომლითაც SWIFT-ის სისტემას კიდევ რამდენიმე ბანკი ჩაეხსნა, მათ შორის Alfa-Bank-ი და Tinkoff-ი.

როგორც ბანკის განცხადებიდან ვიგებთ, ევროკავშირის სანქციები არ ეხება ევროს დეპოზიტების ანგარიშიდან გატანას - მომხმარებლები ამ ტიპის ოპერაციის ჩატარებას კვლავაც შეძლებენ. თუმცა, პარალელურად ამისა, მედიაში გავრცელდა ბანკის კიდევ ერთი განცხადება, რომლითაც ვიგებთ, რომ Tinkoff-ი სანქციებთან ბრძოლას გეგმავს, რისთვისაც, მომდევნო სამი კვირის განმავლობაში, აქტივებს არასანქცირებული კომპანიის ანგარიშზე გადაიტანს.

ცნობისთვის: Tinkoff Bank-ი, რომელიც ერთ დროს, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნეობანკად ითვლებოდა, რუსმა მეწარმემ, ოლეგ ტინკოვმა დააფუძნა. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ტინკოვმა რუსეთის ხელისუფლება არაერთხელ გააკრიტიკა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაც დათმო. ამასთანავე, ტინკოვს კომპანიაში მისი 35%-იანი წილის დათმობაც მოუწია - ის რუსმა ოლიგარქმა, ვლადიმირ პოტანინმა შეიძინა.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები