საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 25 დეკემბერს, ამავე მოედანზე, საზეიმოდ გაიხსნება საშობაო სოფელი და მთავარი ნაძვის ხე აინთება. საახალწლო ღონისძიებები 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.