ანალიტიკური პლატფორმა Statista მომხმარებელთა გლობალურ კვლევაზე დაყრდნობით მიმოხილვას აქვეყნებს იმასთან დაკავშირებით, სად რომელი ბრენდის სმარტფონს ანიჭებენ უპირატესობას.
გამოკითხვების მიხედვით, Apple-ის სმარტფონები ყველაზე მოთხოვნადი აშშ-სა და კანადაშია, მაშინ როდესაც Samsung-ის მობილურ ტელეფონებზე ყველაზე დიდი მოთხოვნა სამხრეთ კორეაში, ბრაზილიასა და გერმანიაშია.
Apple-ს აშშ-ს ბაზრის 50% უჭირავს, ხოლო Samsung-ს - 30%. რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეას, აქ Apple-ის წილი 20%-ს შეადგენს, ხოლო Samsung-ის 66%-ს უტოლდება.
Samsung-ის ბრენდის სმარტფონებზე მოთხოვნა 40%-ს შეადგენს ბრაზილიასა და გერმანიაში, ხოლო Apple-ის სმარტფონებს ბრაზილიაში მოსახლეობის 14% იყენებს, ხოლო გერმანიაში - 25%.
ანალიტიკური პლატფორმა Statista წერს, რომ სმარტფონების გამოყენების მხრივ ყველაზე დივერსიფიცირებული ბაზრები ესპანეთს, რუსეთს და მექსიკას აქვთ.
• ესპანეთი: Apple-ი -20%, Samsung-ი - 25%, Huawei – 25%, Xiaomi – 22%
• რუსეთი: Apple-ი -15%, Samsung-ი - 23%, Huawei – 9%, Xiaomi – 17%
• მექსიკა: Apple-ი -18%, Samsung-ი - 23%, Huawei – 19%, Xiaomi – 5%
ანალიტიკური პლატფორმა აღნიშნავს, რომ გასული წლის სმარტფონების მთავარი მწარმოებელი Samsung, Apple, Huawei და Xiaomi იყვნენ, აღნიშნულ კომპანიებს გლობალური ბაზრის 60% უკავიათ.