მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად ხედავს უნგრეთი საქართველოსთან ეკონომიკური კავშირების მეტ შესაძლებლობას? - პიტერ სიიარტოს პასუხი

604e0b7aecfe4
თამთა ჯიჯავაძე
14.03.21 22:30
683
სად ხედავს უნგრეთი საქართველოსთან ეკონომიკური კავშირების მეტ შესაძლებლობას? - ამ შეკითხვას უნგრეთის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ BMG-ისა და Forbes Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში უპასუხა. ინტერვიუ საქართველოში მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გიორგი ისაკაძემ ჩაწერა.

მინისტრმა ამ კუთხით რამდენიმე სექტორი და სფერო ჩამოთვალა, რომლებზეც მომავალში მოსალოდნელია უნგრეთის მხრიდან აქცენტების გაკეთება. მათ შორისაა ფარმაცია, ავიაცია, თავდაცვა, სოფლის მეურნეობა.

ფარმაცევტული მიმართულებით ჩვენ საკმაოდ წარმატებული ვართ, რადგან ფარმაცევტული ნაწარმის ექსპორტის კუთხით მსოფლიოში მეცხრამეტე ადგილზე ვართ. უნგრეთის ორი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია  ქართულ ბაზარზე უკვე წარმოდგენილია, ისინი საბაზრო წილების მიხედვით ტოპ 10-ში იმყოფებიან. ასევე შემდეგ ადგილზეა სამოქალაქო ავიაციის სექტორი, რომელშიც კომპანია WizzAir-ი საქართველოში ბაზრის ლიდერს წარმოადგენს, მათ  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მნიშვნელოვანი ბაზა აქვთ, საიდანაც ისინი ნორმალურ ვითარებაში 38 მიმართულებას ფარავდნენ. მესამე საკითხია თავდაცვაში თანამშრომლობა, სადაც თქვენს თავდაცვის სამინისტროს შემადგენელ უწყებას და ჩვენს თავდაცვით სამეცნიერო ცენტრს აქვთ კარგი თანამშრომლობა. ასევე უნგრული კომპანიები ჩართული იყვნენ წყალმომარაგების ქსელის განახლებაში თბილისში. მსგავსი პროექტი ქუთაისშიც იგეგმება. საკვები პროდუქტების ინდუსტრია ორივე მხარისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ ქართულ ეროვნულ სამზარეულოს და თქვენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს პატივს ვცემთ. შემიძლია გითხრათ, რომ ეს მიმართულებები იქნება სფეროები, რომლებზეც მომავალშიც გვექნება აქცენტი“, - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, უნგრელი მაღალჩინოსნის თქმით, ამ საკითხებზე მსჯელობის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის, თუ რომელ სექტორებში "გვაქვს შედარებით მაღალი წარმატება".

ცნობისთვის, საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვია. ოფიციალური შეხვედრების გარდა, რომელიც უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელმა საქართველოში გამართა, შედგა მისი პირადი კომუნიკაცია და შეხვედრა საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომელიც დახურულ ფორმატში წარიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები