მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადახლოზე მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

64428e55201fa
BM.GE
21.04.23 17:21
569
21 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტში "სადახლო-საავტომობილო“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ჰ.ო.-ს, მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის, დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში 53 340 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები