მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთმა საქართველო „წითელი“ ზონის ქვეყნებში შეიყვანა - რა წესები იმოქმედებს დღეიდან

6129d83cc9092
თამთა ჯიჯავაძე
28.08.21 10:33
1175
საფრანგეთმა საქართველო ეპიდვითარების გათვალისწინებით, დღეიდან „წითელი“ ზონის ქვეყნებში შეიყვანა. შესაბამის ინფორმაციას საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ ამოქმედდება ახალი სამოგზაურო შეზღუდვები.

წესები, რომელიც დღეიდან იმოქმედებს:

• ხართ ვაქცინირებული საფრანგეთის მიერ აღიარებული ვაქცინით
მოგზაურები წითელი ზონის ქვეყნიდან შეძლებენ საფრანგეთში შესვლას, მხოლოდ იმ პირობით თუ იქნებიან სრულად ვაქცინირებული ევროპის წამლის სააგენტოს EMA-ს მიერ აღიარებული ვაქცინით.

მგზავრობისთვის საჭირო დოკუმენტები:

- ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებას ადასტურებს
ორდოზიანი ვაქცინების (Pfizer, Moderna, AstraZeneca (Vaxevria et Covishield)) მე-2 დოზიდან გასულია 7 დღე; ერთდოზიანი ვაქცინის (Johnson & Johnson) მიღებიდან გასულია 4 კვირა; COVID-გადატანილი პირების აცრიდან გასულია 7 დღე (საჭიროა 1 აცრა). შენიშვნა: არ არის აუცილებელი ვაქცინაციის მოწმობების თარგმნა ან აპოსტილით დამოწმება, იმ პირობით, რომ ისინი იკითხება და აცრის თარიღები და გამოყენებული ვაქცინის ტიპი სწორად არის მითითებული.

- შევსებული განცხადების ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე და რომელიც ადასტურებს, რომ არ გაქვთ COVID-19-ის სიმპტომები; რომ არ გქონიათ კონტაქტი COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან მოგზაურობის წინა 14 დღის მანძილზე.

აცრილი პირების მიმართ გამოყენებული ზომები ვრცელდება იმავე პირობებით მათ თანმხლებ არასრულწლოვნებზე, იმის მიუხედავად არიან თუ არა ისინი აცრილნი. ამრიგად, თქვენ შეგიძლიათ იმოგზაუროთ თქვენს არასრულწლოვან შვილებთან ერთად, იქნებიან ისინი აცრილინი თუ არა, ტესტირებისა და იზოლაციის გარეშე. მეორეს მხრივ, არავაქცინირებული არასრულწლოვნები, თორმეტი წლის და უფროსი ასაკის, ექვემდებარებიან PCR ან ანტიგენის ტესტირების ვალდებულებას.

• არ ხართ ვაქცინირებული
არავაქცინირებული მოგზაურები საქართველოდან შეძლებენ საფრანგეთში შესვლას მხოლოდ წითელი ქვეყნებისთვის შემუშავებული გადაუდებელი მოტივების შემთხვევაში, იხილეთ სია.

ბორტზე ასვლისას წარადგენთ PCR ტესტის ან ანტიგენის ტესტის (TAG) უარყოფითი შედეგს, რომელიც ჩატარდა ფრენამდე 48 საათით ადრე. ჩამოსვლისთანავე გიტარდებათ სავალდებულო ანტიგენური ტესტი.

ექვემდებარებით სავალდებულო 10-დღიან კარანტინს, რომელსაც პოლიცია აკონტროლებს.

მგზავრობისთვის საჭირო დოკუმენტები:

ზემოაღნიშნული შეზღუდვების გარდა, ჩასხდომისას თან უნდა იქონიოთ გარკვეული დოკუმენტები:

- საფრანგეთში შესვლის შევსებული ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე. აღნიშნული ფორმა უნდა წარუდგინოთ სატრანსპორტო კომპანიებს ბილეთის გამოყენებამდე და სასაზღვრო კონტროლის უფლებამოსილ სამსახურებს (საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო, მათ შორის სარკინიგზო კავშირები).

- შევსებული განცხადების ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე და რომელიც ადასტურებს, რომ არ გაქვთ COVID-19-ის სიმპტომები; არ გქონიათ კონტაქტი COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან მოგზაურობის წინა 14 დღის მანძილზე; თანახმა ხართ, ანტიგენური ტესტი ჩაგიტარდეთ საფრანგეთში შესვლისას;

- სახლის ან შესაბამისი საცხოვრებლის (სასტუმროს ან სხვა მსგავსი) მისამართის დამადასტურებელი საბუთი, სადაც მითითებულია, საჭიროების შემთხვევაში, წვდომის პირობები, რომლებიც კონტროლის ოფიცრებს საშუალებას აძლევს შეამოწმონ საკარანტინო ზომების დაცვა ან იზოლაცია, გარდა ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული განსახლების ადგილის (შეიქმნა ტერიტორიული იზოლაციის დამხმარე სივრცეები იზოლაციაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად) ან საერთაშორისო ზონაში ტრანზიტის.

ამ დოკუმენტების ვერწარდგენის შემთხვევაში, არ დაიშვებით სატრანსპორტო საშუალების ბორტზე და დატოვებთ გასამგზავრებელ სივრცეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები