მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგამოცდო ცენტრები აბიტურიენტების მისაღებად მზად არის - გამოცდების ეროვნული ცენტრი

649fe4c4bb3af
BM.GE
01.07.23 13:21
547
ეროვნული გამოცდებისთვის მზადების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ფაქტობრივად დასრულებულია, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განაცხადა. მისივე თქმით, წელს გამოცდებზე ყველა კოვიდრეგულაცია მოხსნილია, მათ შორის დამატენითი სესიების შესახებ.

„საგამოცდო პროცესისთვის მზადება ფაქტობრივად დასრულდა, ყველა საგამოცდო ცენტრი მთელი საქართველოს მასშტაბით, მზად არის აბიტურიენტების მისაღებად. ვფიქრობთ, აბიტურიენტებს კომფორტული და სასიამოვნო გარემო დახვდებათ იმისათვის, რომ თავიანთი ცოდნა მაქსიმალურად გამოავლინონ.

წელს, აღარ მოქმედებს არც ერთი კოვიდრეგულაცია, მათ შორის, დამატებითი სესიების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუკი, აბიტურიენტი თავს კარგად ვერ გრძნობს, მაგრამ საგამოცდო სექტორში მოვა, მისთვის სარეზერვო სექტორი იქნება მზად და ყველა წესის დაცვით, მას ცალკე სექტორში დავსვამთ და იქ შეასრულებს ტესტს“, - განაცხადა გორგოძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება, 26 ივლისს კი დასრულდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღები ცნობილია - განრიგი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები