მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგამოძიებო სამსახურმა 9 504 ლარის უაქციზო სიგარეტი ამოიღო

611a0175e38ee
ვიქტორია მღებრიშვილი
16.08.21 10:39
544
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის და დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტებზე ორი პირი დააკავა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის და გადაზიდვის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ - ერთი დაკავებული საცხოვრებელ სახლში შემდგომი გასაღების მიზნით ინახავდა დიდი ოდენობით - 2 160 კოლოფ „MANCHESTER“-ის და „DUBAO“-ს დასახელების უაქციზო სიგარეტს, საიდანაც 490 კოლოფის გასაღება მოახდინა მეორე დაკავებულზე.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 9 504 ლარის ღირებულების 2 160 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და უაქციზო საქონლის ვაჭრობით მიღებული თანხა - 2 460 ლარის ოდენობით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები