მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალომე ზურაბიშვილი მზადაა, დიასპორის სახლისთვის ათონელის რეზიდენციაში კაბინეტი გამოყოს

5df770b919c43
BM.GE
16.12.19 19:35
895
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, დიასპორის სახლისთვის ათონელის რეზიდენციაში კაბინეტი გამოყოს.

პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებულ კონფერენციაზე ქართულ დიასპორასთან დაკავშირებით ინიციატივა დიასპორის სახლის შექმნის იდეა გააჟღერა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში დაბრუნებულ თანამემამულეებს ხშირად სჭირდებათ დეტალური ინფორმაცია დასაქმების სფეროების, საინვესტიციო მიმართულებების, სწავლის გაგრძელებისა და ყველა იმ შესაძლებლობის შესახებ, რასაც მათ ქვეყანა სთავაზობს.

„ამომწურავი ინფორმაციის გაცემით დიასპორის სახლი შეასრულებს ძალიან კონკრეტულ და აუცილებელ ფუნქციას.
პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლეში გამოიყოს ერთი კაბინეტი, რომელიც შეასრულებს დიასპორის სახლის ფუნქციას და მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს დანიშნოს საკუთარი წარმომადგენელი, რომელიც სასახლეში მიიღებს დიასპორის წარმომადგენლებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები