მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სამშვიდობოების განლაგებას ყარაბაღში პოზიტიურ გზავნილად ვერ ჩავთვლით" – მკვლევარი

5fb003752e831
ინგა მურუსიძე
14.11.20 20:00
1045
„მიუხედავად იმისა, რომ სამშვიდობოების განლაგებას ყარაბაღში პოზიტიურ გზავნილად ვერ ჩავთვლით, აზერბაიჯანი არის გამარჯვებული“, - ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ მთავარმა მკვლევარმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა ForbesTalks-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჩეჩელაშვილი მიიჩნევს, რომ ზოგადად, ისევე როგორც ყველა ზავს, 10 ნოემბერს გაფორმებულ ზავსაც დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.

„თითქოსდა ადვილია ამ კითხვაზე პასუხი, ყველა თვლის, რომ გაიმარჯვა აზერბაიჯანმა. ეს ასეც არის, მაგრამ როგორც ნებისმიერ ზავს, ამ ზავსაც, რომელიც 10 ნოემბერს დაიდო, აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები როგორც ხელმომწერებისთვის, ისე რეგიონისთვის და საქართველოსთვის. ეს არის აზერბაიჯანის გამარჯვება, მან პრაქტიკულად აღადგინა კონტროლი დროებით დაკარგულ ტერიტორიებზე, საომარი მოქმედებების შედეგად დაიბრუნა ტერიტორიების დიდი ნაწილი.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს განცხადება, რომელიც თავიდან ვიხილეთ, საბოლოო განცხადებას არ ემთხვევა, მათ შორის მნიშვნელოვან დეტალში, რაც არის განცხადების მეორე პუნქტი, სადაც საუბარია აგდამის ტერიტორიის დაბრუნებაზე და ყაზახის რაიონის დაპყრობილ ტერიტორიაზე, რაც იყო დაპყრობილი სომხეთის მიერ. ეს ტერიტორია ამოვარდა განცხადებიდან. ეს იმდენად არის საინტერესო, რომ ახლოს არის ჩვენს საზღვრებთან და ძირითად კომუნიკაციებთან, რომელიც არის რეგიონში. ამ კითხვაზე მე პასუხი არ მაქვს და რატომ ამოვარდა არ ვიცი“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

მისივე თქმით, სოციალურ ქსელებში გაჩნდა ანალიტიკოსების და მკვლევარების მოსაზრებები იმის შესახებ, რომ რუსეთი ცდილობდა აზერბაიჯანს დაკლებოდა წინსვლის ტემპი და ამას მიაღწია.

„მიუხედავად იმისა, რომ სამშვიდობოების განლაგებას ყარაბაღში პოზიტიურ გზავნილად ვერ ჩავთვლი, აზერბაიჯანი არის გამარჯვებული“, - ამბობს ჩეჩელაშვილი.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირას სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ, შუამავალი იყო რუსეთი, რომლის სამშვიდობოებიც რეგიონში შეთანხმების ფარგლებში განთავსდა.

რა წერია მხარეებს შორის გაფორმებულ შეთანხმებაში ახალი სატრანსპორტო მაგისტრალის შექმნაზე?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები