გასული ერთი წლისა და 6 თვის განმავლობაში, დაგროვებით სავალდებული საპენსიო ფონდში დანაზოგის სახით 832 მლნ ლარია მობილიზებული - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ პარლამენტში განაცხადა.
„დღევანდელი მონაცემებით, 2019 წლის პირველი იანვრიდან საპენსიო სქემაში რეგისტრირებული უნიკალური მონაწილე შეადგენს მილიონ 30 ათას ადამიანს, ხოლო დანაზოგის სახით აკუმულირებულია 832 მლნ ლარი, სადაც მათ შორის დარიცხული სარგებელი 58 მილიონ ლარამდეა“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.
ჭიჭინაძე ამ წუთებში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს 2019 წლის ანგარიშს წარადგენს.