საქართველოს საპენსიო სააგენტომ მაისის თვის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ამჟამად ფონდის მთლიანი ღირებულება 3.47 მილიარდ ლარს შეადგენს. ამ თანხიდან 2.91 მილიარდი ლარი მოქალაქეთა მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანებია, ხოლო 556 მილიონი ლარი ამ თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი იყო.
საპენსიო სააგენტოს თანახმად, ფონდის წმინდა ნომინალური ამონაგები 8.97%-ია.
შეგახსენებთ, საპენსიო სააგენტოში 1.3 მილიონი მოქალაქის დანაზოგები არის განთავსებული.
ამჟამად მოქალაქეთა საპენსიო შენატანები შემდეგ აქტივებში არის ინვესტირებული:
ქართული ბანკების მიერ გამოშვებული სადეპოზიტო სერტიფიკატები - 51%;
უცხოური კორპორატიული აქციები - 16.6%;
საქართველოს სახაზინო ობლიგაციები - 14.5%;
სარგებლიანი ანგარიშები - 14.2%;
უცხოური სახაზინო ობლიგაციები - 2%;
ევროობლიგაციები - 0.7%.