საქართველო ერთგულად განაგრძობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს.
პრეზიდენტი ეხმაურება ვილნიუსში მიმდინარე ნატო-ს სამიტს.
„ასეთ მნიშვნელოვან დროს დაწყებულ ნატოს სამიტს ვილნიუსში, წარმატებულ და პროდუქტიულ მუშაობას ვუსურვებ. საქართველო ერთგულად განაგრძობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას!“, - წერს ზურაბიშვილი.