მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ყველა უცხოელისთვის საზღვრებს კეტავს - ვისზე დაიშვება გამონაკლისი

5e6f4e364bf6f
შოთა ტყეშელაშვილი
16.03.20 14:00
1684
კორონავირუსის ეპიდემიური გავრცელების გამო, 18 მარტის 00:00 საათიდან საქართველო უცხოეთის მოქალაქეთათვის საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით უპრეცედენტო გადაწყვეტილებას იღებს - ამის შესახებ განცხადება საქართველოს მთავრობამ გააკეთა. საზღვარი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში იქნება დახურული. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჩამონათვალა რამდენიმე გამონაკლისი იმ ადამიანებისთვის, ვისზეც ეს შეზღუდვა არ გავრცელდება. 

დავით ზალკალიანის განცხადებით, გამონაკლისები ასეთია:

  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები და მათი ოჯახები;
  • შერეული ოჯახები, როდესაც ოჯახის ერთ-ერთი წევრი არის საქართველოს მოქალაქე  ან საქართველოს მოქალაქე არის არასრულწლოვანი შვილი;
  • ჰუმანიტარული მისიით მომავალი პირები (თუ ასეთი მისია საქართველოში იქნება მოვლენილი);
  • სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირები, ასევე საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები;
  • მინისტრის განცხადებით, ოფიციალური დელეგაციების წევრთა საზღვარზე შემოშვების საკითხები ყოველი კონკრეტული დელეგაციისთვის ინდივიდუალურად გადაწყდება. 


შეზღუდვა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე 18 მარტის 00:00 წუთზე შევა ძალაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები