მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ 10 თვეში $14.8 მლნ-ის ყავა იყიდა - ბაზრების TOP-10

619e4d7c028fd
ვიქტორია მღებრიშვილი
24.11.21 23:10
915
2021 წლის 10 თვეში საქართველომ 2020 და 2019 წლებთან შედარებით ნაკლები რაოდენობის ყავა იყიდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს სხვადასხვა ქვეყნიდან 5 101.7 ტონა ყავის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის იმპორტზე 3%-ით ნაკლებია, ხოლო 2019 წელთან შედარებით კლება 8.1%-ს შეადგენს.

რაც შეეხება იმპორტირებული ყავის ღირებულებას, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ყავის შესაძენად ქვეყნიდან 14.8 მლნ დოლარი გავიდა, რაც აღემატება როგორც 2020 წლის (14.5%-ით), ასევე 2019 წელს (2.1%-ით) განხორციელებული ყავის იმპორტის ღირებულებას.

მიმდინარე წელს ყველაზე დიდი მოცულობით ყავა ინდონეზიიდან შემოვიტანეთ. ბაზრების TOP-10 კი ასე გამოიყურება:

1. ინდონეზია - 5.1 მლნ დოლარი, 2 622.6 ტონა;
2. რუსეთი - 1.8 მლნ დოლარი, 471.8 ტონა;
3. იტალია - 1.8 მლნ დოლარი, 185.9 ტონა;
4. ვიეტნამი - 1.6 მლნ დოლარი, 843.8 ტონა;
5. გერმანია - 1.5 მლნ დოლარი, 289.7 ტონა;
6. სომხეთი - 749 ათასი დოლარი, 267.6 ტონა;
7. თურქეთი - 485.5 ათასი დოლარი, 73.6 ტონა;
8. საფრანგეთი - 457.6 ათასი დოლარი, 49 ტონა;
9. ნიდერლანდი - 261.5 ათასი დოლარი, 47.7 ტონა;
10. ავსტრია - 177.9 ათასი დოლარი, 19.5 ტონა.

სხვა საიმპორტო ქვეყნებს შორისაა ასევე ბულგარეთი, უგანდა, ბრაზილია, კამერუნი, ესპანეთი, ჩინეთი, ინდოეთი, გაერთიანებული სამეფო, შვეიცარია და სხვა ქვეყნები.

აღსანიშნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყავის მწარმოებელი ქვეყანა არ არის, სექტემბერ-იანვარში საქართველოდან ყავის ადგილობრივმა ექსპორტმა 105.6 ტონა შეადგინა, რომლის ღირებულება 336.9 ათასი დოლარი იყო. სარეალიზაციო ქვეყნები კი სომხეთი და რუსეთია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები