საპენსიო სააგენტოს დირექტორის გიორგი დანელიას აზრით, საქართველოს სწრაფი და მდგრადი განვითარებისთვის ბევრი ინვესტორი სჭირდება.
ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა #წერტილში წამყვანის შესაბამის კითხვას.
„საქართველოს სწრაფი და მდგრადი განვითარებისთვის, პირველ რიგში, ბევრი ინვესტორი სჭირდება; ასევე, გვჭირდება განვითარებული კაპიტალის ბაზარი და ბევრი საინტერესო, საინვესტიციო შესაძლებლობა.
ჩვენი - საპენსიო სააგენტოს გადმოსახედიდან რომ ვიმსჯელოთ, რაც უფრო მეტი ალტერნატივა იქნება ფულის დასაბანდებლად, მით უფრო კარგად მოვახერხებთ საპენსიო სქემის მონაწილეების ინტერესების დაცვას, როგორც პორტფელის - რისკიანობის, ისე ამონაგებით კუთხით“, - აღნიშნა გიორგი დანელიამ.
ცნობისთვის: საპენსიო სააგენტო მილიონ 377 ათასი მოქალაქის დანაზოგს ინახავს. ამ დროისთვის, საქართველოს საპენსიო ფონდის ზომა 3 მილიარდ 130 მილიონია ლარია. წმინდა ამონაგები კი - 476 მილიონი ლარი.