მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მიერ გაცემულ საბუთებს მეზღვაურები 73 სახელმწიფოში გამოიყენებენ - პრემიერი

638dd3446469c
BM.GE
05.12.22 15:14
347
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომლის თანახმად კიდევ უფრო მეტად დაფასდება და გამარტივდება მეზღვაურების საქმიანობა.

"მეზღვაურებისთვის გვაქვს ასევე ძალიან კარგი ინიციატივა და ბატონი ლევანის უწყებამ მოამზადა აღნიშული კანონპროექტი. მეზღვაურების საქმიანობა არის მხარდაჭერილი მთავრობის მიერ, ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი რეფორმა განვახორციელეთ მათთვის და ჩვენ ახლაც, დღევანდელი ინიციატივით კიდევ უფრო მეტად დავაფასებთ და გავუმარტივებთ მათ საქმიანობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისივე თქმით, საქართველოს მიერ გაცემულ საბუთებს მეზღვაურები გამოიყენებენ 73 საზღვაო სახელმწიფოში, მათ შორის, 20 ევროკავშირის წევრი ქვეყანა აღიარებს საქართველოს მიერ გაცემულ მეზღვაურთა სერთიფიკატებს.

„აქვე მინდა შევახსენო ყველას, რომ საქართველოს მიერ გაცემულ საბუთებს მეზღვაურები გამოიყენებენ 73 საზღვაო სახელმწიფოში, მათ შორის, 20 ევროკავშირის წევრი ქვეყანა აღიარებს საქართველოს მიერ გაცემულ მეზღვაურთა სერტიფიკატებს და მათ საბუთებს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები