მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მოქალაქეები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ

62a975d47014b
ნინო ტაბატაძე
15.06.22 10:06
2036
საქართველოს მოქალაქეები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ. 

უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უკვე ძალაშია. შეთანხმების თანახმად, ორი ქვეყნის ორდინალური პასპორტის მფლობელები შეძლებენ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა შესვლის თარიღიდან.

„განხორციელებული ცვლილებებით, გაფართოვდა "2017 წელს საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ემსახურება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქეთა მიმოსვლის გამარტივებას“, - განმარტავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ვიზიტორების ნაკადი იზრდება. 2022 წლის მაისში საქართველოში საამიროებიდან 1430 ვიზიტორი შემოვიდა, ზრდა 2019 წელთან შედარებით 418%-ია. 5 თვეში 3503 ვიზიტორი სტუმრობდა ჩვენ ქვეყანას - ამ შემთხვევაში პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით 22%-იანი კლებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები