მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

6488743df0151
BM.GE
13.06.23 17:49
2957
საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.

ინფორმაციას რკინიგზა ავრცელებს.

კერძოდ, დამატებითი რეისები 14 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით შესრულდება.

რაც შეეხება გასვლის დროს, დამატებითი რეისი თბილისიდან 10:25 საათზე გავა და ბათუმში 15:38 საათზე ჩავა. ხოლო ბათუმიდან 17:15 საათზე გავა და თბილისში 22:23 საათზე ჩავა.

ამასთან, 16 ივნისიდან კიდევ ერთი დამატებითი რეისი ინიშნება. კერძოდ, თბილისიდან მატარებელი 00:35 საათზე გავა და 05:47 საათზე ჩავა. ბათუმიდან კი 00:45 საათზე გავა და 05:53 საათზე ჩავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები