მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უნივერსიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველი წყალბურთელები უნივერსიადა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ჩინეთის ქალაქ ჩენდუში გამართულ მსოფლიოს 31-ე საუნივერსიტეტო თამაშების მე-3 ადგილისთვის მატჩში გაიმარჯვა და ისტორიაში პირველად ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა.

ქართველი წყალბურთელების მეტოქე აშშ იყო, რომელსაც ჩვენი გუნდი ჯგუფურ ეტაპზე გადაეყარა და 6:7 წააგო, ამჯერად კი ქართველებმა რევანში აიღეს და დამაჯერებლად 12:7 მოიგეს, რაც რა თქმა უნდა ისტორიული შედეგია.

უნივერსიადის ჩემპიონი იტალიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში უნგრეთი 13:11 დაამარცხა.
ცნობისთვის, საქართველო ნახევარფინალურ მატჩში სწორედ იტალიასთან, ერთადერთი ბურთის სხვაობით 10:11 დამარცხდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები