ესკოს მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 3.9 ტერავატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით მეტია.
როგორც ესკოს ანგარიშიდან ირკვევა, წელს გაზრდილია ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაცია, კერძოდ ჰესებმა 1.5 ტერავატ საათი ელექტროენერგია აწარმოეს (მატება 18%), თბოსადგურებმა კი 1.45 მილიარდი ტერავატ საათი (მატება 71%). შედეგად, ქვეყანაში ადგილობრივი გენერაცია 38%-ით, 3 ტერავატ საათამდე გაიზარდა. მატება განპირობებული იყო იმით, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყნის უმსხვილესი ჰესი - ენგურჰესი სარეაბილიტაციოდ იყო გაჩერებული, რის გამოც ადგილობრივი გენერაცია შემცირებული იყო.
გაზრდილი გენერაციის ფონზე, ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტი შემცირდა. პირველ კვარტალში ქვეყანამ სულ 1.1 ტერავატ საათი ელექტროენერგია შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 24%-ით ნაკლებია.
ელექტროენერგიის იმპორტი ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:
იმპორტი რუსეთიდან (აფხაზეთის რეგიონისთვის) - 652 მლნ კილოვატ საათი;
იმპორტი რუსეთიდან დანარჩენი საქართველოსთვის - 187 მლნ კილოვატ საათი;
იმპორტი სომხეთიდან - 138.4 მლნ კილოვატ საათი;
იმპორტი აზერბაიჯანიდან - 119.2 მლნ კილოვატ საათი.
ესკოს მონაცემებით, არც 2021; 2020 და 2019-ში საქართველოს სომხეთიდან მთელი წლის განმავლობაში არცერთი მილიონი კილოვატ საათის დენი არ უყიდია. შესაბამისად, უკანასკნელი წლების განმავლობაში პირველად, საქართველომ სომხეთიდან დენის იმპორტი დაიწყო.