საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს ეხმაურება.
კლეიტონმა Twitter -ზე დაწერა, რომ ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში გაეროს ქარტიის, ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპების, საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფის დემონსტრაციაა.
მარკ კლეიტონი წერ, რომ გაერთიანებული სამეფო საქართველოს ამ მორიგი პროვოკაციის ფონზე მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს.