ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2020 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,66 ათასი ტონა, რაც 0,58 ათასი ტონით ანუ 25,9%-ით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან (2,24 ათასი ტონა) შედარებით და 0,09 ათასი ტონით ანუ 5,1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,75 ათასი ტონა) შედარებით.
ქვეყნების მიხედვით, მ/წლის ოქტომბრის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 0,47 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 28,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 0,29 ათასი ტონა (17,5%), გარმანია - 0,19 ათასი ტონა (11,4%); ნიდერლანდები - 0,09 ათასი ტონა (5,4%) და სხვ.
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 15,45 ათასი ტონა, რაც 0,97 ათასი ტონით ანუ 5,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (16,42 ათასი ტონა) შედარებით.
მ/წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 4,66 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 2,45 ათასი ტონა (15,8%), გერმანია - 1,38 ათასი ტონა (8,9%), ირანი - 0,97 ათასი ტონა (6,3%), და სხვ.
2020 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 3,4 ათასი ტონა, რაც 1,8 ათასი ტონით ანუ 112,5%-ით მეტია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან (1,6 ათასი ტონა) შედარებით და 1,7 ათასი ტონით ანუ 33,3%-ით ნაკლებია გასული წლის ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან (5,1 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, იმპორტის 94,1% (3,2 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 33,6 ათასი ტონა, რაც 2,2 ათასი ტონით ანუ 7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (31,4 ათასი ტონა).
მათ შორის, იმპორტის 94% (31,6 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.