შსს-ს სტატისტიკაში წარმოდგენილია ქვეყანაში ყველაზე ხშირად იმპორტირებული ავტომობილების რეიტინგი. მისი მიხედვით, ამ სტატისტიკაში #1 ადილი Toyota Camry-ის უჭირავს. გასულ წელს ქვეყანაში 4,868 Toyota Camry შემოვიდა, რაც მთლიანი ავტოიმპორტის 5.7%-ია. 2020 წელს ამ პოზიციაზე Toyota Prius-ი იყო, თუმცა გასულ წელს ამ ავტომობილის იმპორტი 32%-ით შემცირდა.
2021 წელს ყველაზე ხშირად იმპორტირებული ავტომობილების რეიტინგი:
1. Toyota Camry - 4,868 ავტომობილი, მატება წინა წელთან 5%;
2. Ford Transit - 4,674 ავტომობილი, მატება წინა წელთან 38%;

3. Toyota Prius - 4,417 ავტომობილი, კლება წინა წელთან 32%;

4. Chevrolet Cruze - 3,397 ავტომობილი, მატება წინა წელთან 107%;

5. Hyundai Elantra - 2,888 ავტომობილი, მატება წინა წელთან 2%;

6. Honda Fit - 2,633 ავტომობილი, მატება წინა წელთან 16%;

7. Ford Fusion - 2,548 ავტომობილი, მატება წინა წელთან 35%;

8. Opel Astra - 2,510 ავტომობილი, მატება წინა წელთან 139%;

9. Toyota Prius C - 2,038 ავტომობილი, მატება წინა წელთან 18%;

10. Volkswagen Jetta - 1,953 ავტომობილი, მატება წინა წელთან 53%.

ტოპ ათეულზე მსუბუქი ავტომობილების იმპორტის 37% მოდის, დანარჩენი 63% კი სხვა მოდელების ავტომობილებზე ნაწილდება.
სტატისტიკის მიხედვით საქართვლოსთვის ავტომობილების იმპორტის მთავარი ბაზარი ამერიკის შეერთებული შტატებია, საიდანაც 2021 წელს 48,000 ავტომობილი შემოვიდა.