მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საშობაო დეკორაციების ტოპ ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყნები

61cac394b7f43
თათია კაკიაშვილი
29.12.21 00:13
479
გაერო-ს მონაცემთა ბაზის მიხედვით, საშობაო დეკორაციების მსოფლიოს საუკეთესო ექსპორტიორი ქვეყანა ჩინეთია, რომელზეც გლობალურად სადღესასწაულო სუვენირების 89% მოდის. შესაბამისად, ჩინეთის 2020 წლის მთლიანი საექსპორტო ღირებულება 6,62 მილიარდ დოლარს უტოლდება. ინფორმაციას Visual Capitalist-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჩინეთს მოჰყვება ნიდერლანდები, პოლონეთი, ინდოეთი, გერმანია, აშშ-ი, ჰონკონგი, ბელგია, ტაილანდი და გაერთიანებული სამეფო.

2020 წლის საექსპორტო ღირებულების მიხედვით, საშობაო დეკორაციების მწარმოებელი ტოპ ქვეყნების ათეული ასეთია:

1. ჩინეთი - $6,623,948,022
2. ნიდერლანდები - $298,587,959
3. პოლონეთი - $68,670,015
4. ინდოეთი - $63,605,927
5. გერმანია - $63,035,762
6. აშშ - $58,045,102
7. ჰონკონგი - $38,344,945
8. ბელგია - $32,787,984
9. ტაილანდი - $32,365,786
10. გაერთიანებული სამეფო - $24,580,583

საშობაო დეკორაციების მწარმოებელი ტოპ ათი ქვეყანა მთლიანობაში საექსპორტო ბაზრის თითქმის 97%-ს ფლობს, დანარჩენი 3% კი მსოფლიოს 185 ქვეყანაზე ნაწილდება.

გარდა იმისა, რომ Visual Capitalist საშობაო დეკორაციების უმსხვილეს ექსპორტიორებს გვაცნობს, ნაკლებ მნიშვნელოვანი არც იმპორტიორი ქვეყნების ნუსხაა. ამ მხრივ, ტოპ ხუთეულში მოხვდა აშშ, გაერთიანებული სამეფო, კანადა, გერმანია და ნიდერლანდები.

2020 წლის საიმპორტო ღირებულების მიხედვით, ტოპ იმპორტიორი ქვეყნებია:

1. აშშ - $3,054,607,847
2. გაერთიანებული სამეფო - $270,152,835
3. კანადა - $266,304,196
4. გერმანია - $159,401,785
5. ნიდერლანდები - $156,000,611

საგულისხმოა, რომ შეერთებული შტატები საშობაო დეკორაციების უმსხვილესი იმპორტიორია - ქვეყანა საშობაო დეკორაციების მთლიანი ბაზრის 57,34%-ის იმპორტს ახორციელებს, რომლის საერთო ღირებულებაც 3 მილიარდ დოლარს აჭარბებს. მთლიანობაში იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული ბაზრის წილის თითქმის 74%-ს იკავებს - 3,9 მილიარდი დოლარის საერთო ღირებულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები