მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასკოლო კვების პროგრამის შემუშავებაზე უწყებათშორისი ჯგუფი იმუშავებს

61949e5541c42
ვიქტორია მღებრიშვილი
17.11.21 10:35
627
საქართველოში სკოლებში კვების პროგრამა შემუშავდება, რისთვისაც უწყებათშორისი ჯგუფი შეიქმნება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში ღასან ხალილთან სამუშაო შეხვედრა გამართა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა კვების საკითხი განიხილა.

მხარეებმა ისაუბრეს მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის შემუშავების დეტალებზე და მისი განხორციელების, მართვისა და ლოგისტიკის საკითხებზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ კვების რაციონში, რომელიც სპეციალისტების მიერ არის შედგენილი, გათვალისწინებული იქნება კონკრეტული რეგიონის სოფლის მეურნეობის პროდუქტები.

„მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამაზე სპეციალური უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომლის მუშაობის დეტალური შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

მათივე ცნობით, სამინისტროში გამართულ შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი თათია უგულავა ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები