მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუკეთესო 100 პირველკურსელი ყოველთვიურად 300-ლარიან სტიპენდიას მიიღებს - "გალფის" სასტიპენდიო პროგრამა

63690fd8687f1
BM.GE
07.11.22 19:10
654
ეროვნულ ბიბლიოთეკაში „პეტროკას ენერჯი ჯგუფისა“ და „გალფის“ ახალი პლატფორმის “მომავალი ჩვენია” პრეზენტაცია გაიმართა. ინიციატივის ფარგლებში სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით, "გალფის სასტიპენდიო პროგრამა" შეიქმნა, რომლის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საუკეთესო 100 პირველკურსელი ყოველთვიურად 300-ლარიან სტიპენდიას მიიღებს.

გარდა ამისა, კომპანია „გალფის“ მხარდაჭერით და არველაძეების ფონდის ინიციატივით, საქართველოს ყველა რეგიონიდან შეირჩა საუკეთესო ქულების მქონე 12 პირველკურსელი, რომლებიც 10-13 ნოემბერს გაემგზავრებიან იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში, სადაც მარადონას სახელობის სტადიონზე ხვიჩა კვარაცხელიას უგულშემატკივრებენ ნაპოლი-უდინეზეს მატჩზე.

"მომავალი ჩვენია" – „პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ ახალი პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ჯგუფში შემავალ სოციალური პროექტების ყველა ძირითად მიმართულებას, მათ შორის: განათლების ხელშეწყობა ახალგაზრდა თაობაში, სპორტის პოპულარიზაცია, ქართული კულტურის მხარდაჭერა და ქველმოქმედება.

ღონისძიებას კომპანია „გალფის“ მენეჯმენტი, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები