დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
როგორც BM.GE-ს სებ-იდან აცნობეს, აუქციონში ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა და მოთხოვნამ 76 380 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.450%-ით, მაქსიმალური 8.550%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.472%-ით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125%-ს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში ერთხელ.