მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფო არის ბიზნესის მხარეს" - ირაკლი კოვზანაძე

5ec3aaa8865cf
ინგა მურუსიძე
19.05.20 13:53
1102
"სახელმწიფო არის ბიზნესის მხარეს", - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია.

„მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფო ბიზნესს უჭერს მხარს. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებებია და ამიტომ ამ რეჟიმით ვიმუშავებთ. ყველა კომპანიას, ვისაც ექნება სურვილი, უნდა შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები და ეს ჩვენი მოწოდებაც იქნება, ასე მოიქცნენ, რადგან შეღავათებს ვაწესებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეღავათები ექნება კომპანიებს, მათათვის კარგი იქნება, რომ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. 250 მილიონის ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტს ექნება ეს შემოსავლები დასაბალანსებელი, მნიშვნელოვანი შეღავათებია ასევე დღგ-ს ნაწილში. ესეც კარგია, განსაკუთრებით ლიზინგის ნაწილში. მნიშვნელოვანი თემებია არენდის ნაწილში და ამას ბიზნესი ითხოვს კარგა ხანია. ტურიზმთან დაკავშირებული თემები ძალიან მნიშვნელოვანია. ცალსახად უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო არის ბიზნესის მხარეს და მხარდასაჭერია ის ინიციატივები, რომელიც ამ მიმართულებით საგადასახადო კოდექსში შევა“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კომიტეტმა ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის მიერ წარდგენილ პროექტს მხარი დაუჭირა.

განმარტებისთვის: კანონპროექტის თანახმად, 2020 წლის 1 მაისიდან 6 თვის განმავლობაში, დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს დაქირავებულისთვის 750 ლარამდე გაცემული ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირაავებლისგან კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს. აღნიშნული შეღავათი არ ვრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციაზე, ეროვნულ ბანკზე, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე, სახელმწიფო საწარმოზე.

კანონპროექტის თანახმად, 2020 წლის 1 მარტიდან 6 თვის განმავლობაში ქონების, იჯარის/ლიზინფის მომსახურეობა დღგ-თი დაიბეგრება შესაბამისი მომსახურეობის საკომპენსაციო თანხის ნაწილის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში.

ასევე ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, არსებობს კიდევ იცინიატივა, რომ ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნესი გათავისუფლდეს ქონების გადასახადისგან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები