მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზღვარგარეთ დასაქმების 14 საშუამავლო კომპანიაა დარეგისტრირებული - ბარკალაია

63f33ee8691c9
BM.GE
20.02.23 22:30
765
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ოფიციალურად 14 საშუამავლო კომპანიაა რეგისტრირებული, რომელიც საზღვარგარეთ დასაქმებას უზრუნველყოფს. საკითხზე მან პარლამენტში ისაუბრა, სადაც მიგრაციის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე მსჯელობენ.

„დღეს ბაზარზე დიდი რაოდენობით არის რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირები, შესაბამისად საშუამავლო მომსახურებას არარეგისტრირებული ფიზიკური პირები ახორციელებენ. ეს სახელმწიფოს ყურადღების მიღმა არის, არანაირ კონტროლს არ ექვემდებარება და რისკებიც მაღალია.

კანონში გათვალისწინებულია არარეგისტრირებულად, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების მუშაობაზე სანქციების მექანიზმები. შრომის ინსპექცია იქნება ამაზე პასუხისმგებელი. ამ დროისთვის სულ რაღაც 14 საშუამავლო კომპანია არის რეგისტრირებული, რომელიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ სამუშაოზე მოწყობას. ნათელია, რომ ეს მაჩვენებელი რეალობას არ შეესაბამება“, - განაცხადა ბარკალაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები