"2022 წლის 31 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 32 305 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8983 შეადგინა,"- ნათქვამია განცხადებაში.
წელს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონით დოლარი სამჯერ გაყიდა. ამ აუქციონების ჯამური მოცულობა 80 მილიონი დოლარი იყო. შესყიდვის მიმართულებით სებ-მა ინტერვენცია 4-ჯერ განახორციელა, რომელთა ჯამიც ასევე 80 მილიონია.