მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სელფი” 5G ქსელს Nokia-ს ინფრასტრუქტურით დანერგავს

სელფი ვასილ ბერიშვილი

“სელფი მობაილი”, რომელიც 1.45 მილიონ აბონენტს ემსახურება მეხუთე თაობის ქსელს Nokia-სთან პარტნიორობით დანერგავს. მეხუთე თაობის ინტერნეტის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ბერიშვილმა კომპანიის განვითარების გეგმებზე პრეზენტაცია გამართა.

„უაღრესად მოხარული ვარ გაცნობოთ, ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების გაფორმების თაობაზე მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანია Nokia-სთან. ეს გარიგება უზრუნველყოფს ქსელის ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, რასაც ჩვენი მომხმარებელი ასე ელოდა. დღეს გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად, საგრძნობლად გაუმჯობესდება დაფარვის ხარისხი, მომხმარებელს ექნება ინტერნეტის მაღალი სიჩქარე მთელი ქვეყნის მასშტაბით და ქსელის შესაძლებლობები მოერგება დატა ტრაფიკზე მზარდ მოთხოვნას. ეს შეთანხმება ასევე არის მზადება 5G ქსელის განვითარებისთვის. Nokia-სთან ჩვენმა მრავალწლიანმა პარტნიორობამ და კომპანიის ძლიერმა ქსელური აღჭურვილობის პორტფოლიომ, გაგვიადვილა Nokia-სთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე გადაწყვეტილების მიღება“ - განაცხადა ვასილ ბერიშვილმა.

კომპანიის ინფორმაციით, 5G ქსელს Nokia-ს უახლესი აპარატურით დანერგავენ.

“Nokia სელფის მოწყობილობებს მისი ყოვლისმომცველი 5G AirScale პორტფოლიოდან მიაწოდებს, რომელიც ენერგოეფექტური ReefShark System-on-Chip (SoC) ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. აღსანიშნავია ისიც, რომ გარიგება Nokia-ს უახლესი თაობის AirScale Baseband-სა და დისტანციური რადიოს ხელმძღვანელის (RRH) პროდუქტებსა და Nokia-ს ჭკვიან MantaRay ქსელის მართვის სისტემაზე წვდომას მოიცავს, რაც კომპანიას, AI ფუნქციონალის გამოყენებით, ქსელის კონსოლიდირებული ხედვით და გაუმჯობესებული მონიტორინგით უზრუნველყოფს. საქართველოში 5G ქსელის აუქციონის დასრულების შემდგომ კი Nokia ახალ 5G (3.5 GHz) საბაზო სადგურებსაც დანერგავს.

ხსენებული ფართომასშტაბიანი სამუშაოების შედეგად, სელფის მომხმარებლები ისარგებლებენ მაღალი ხარისხის კავშირგაბმულობით, მათ შორის სწრაფი ფართოზოლოვანი სერვისების სრული დაფარვითა და შესაძლებლობებით. სამუშაოების დაწყება უკვე 2023 წლის ნოემბერში იგეგმება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც CBS ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა, თამარ გახარიამ აღნიშნა, CBS ჯგუფი, ქვეყანაში საუკეთესო მობილური კავშირის უზრუნველყოფისთვის განაგრძობს მუშაობას.

„დღევანდელი დღე არის CBS ჯგუფის დაპირების შესრულების კიდევ ერთი ნათელი მაგალითი. მიმდინარე წლის აპრილში, ახალი ბრენდის წარდგენისას, ჩვენ აღვუთქვით “სელფის” 1.45 მლნ მომხმარებელს, რომ CBS-ი წელსვე განახორციელებდა ინვესტიციებს სელფის ქსელის მდგრადობის, ხარისხისა და საიმედოობის გაუმჯობესების მიმართულებით. როგორც იცით, ამავე საინვესტიციო სტრატეგიის ფარგლებში, უკვე შედგა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გარიგება ქართულ ბაზარზე, რომლის შედეგადაც, სელფის სახით, ჩამოყალიბდა სრულად ქართული მობილური ოპერატორი და შეიქმნა სრულიად ახალი, ქართული ბრენდი. ახლა უკვე 5G ტექნოლოგიის სამომავლო განვითარების პერსპექტივით, CBS ჯგუფი, ქვეყანაში საუკეთესო მობილური კავშირის უზრუნველყოფისთვის, განაგრძობს მუშაობას. მინდა მადლობა ვუთხრა სელფისა და Nokia -ს გუნდებს იმ ერთობლივი წარმატებული ძალისხმევისათვის, რისი შედეგიც დღეს გაფორმებული ხელშეკრულებაა“ - განაცხადა თამარ გახარიამ.

“Nokia-ს” ვიცე-პრეზიდენტის, თურქეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, დემეტრიო რუსსოს თქმით, სელფი” მობაილი მნიშვნელოვანი და დიდი ხნის კლიენტია.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ შესაძლებლობა გვაქვს კიდევ უფრო გავაღრმაოთ კომპანიასთან გრძელვადიანი პარტნიორობა, როგორც მისი არსებული ქსელის პორტფოლიოს გაუმჯობესებით, ასევე 5G ქსელის დანერგვისთვის საფუძვლის ჩაყრით. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით პროექტის დასრულებას და იმ პოზიტიური შედეგების ნახვას, რაც მას “სელფის” მომხმარებლებზე ექნება", - განაცხადა დემეტრიო რუსსომ.

31 ივლისს 5G აუქციონთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს როგორც "მაგთიმ" ასევე "სილქნეტმა", სადაც მიუთითებდნენ რომ აუქციონში მონაწილეობაზე მათი უარი კომუნიკაციების კომისიის მიერ განსაზღვრული პირობებით იყო განპირობებული. ოპერატორების განცხადებები შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე:

სილქნეტი; მაგთი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები