სენატის უმრავლესობის ლიდერის, რესპუბლიკელი მიტჩ მაკკონელის თქმით, სენატი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურას 21 იანვარს დაიწყებს. ამის შესახებ USATODAY-ი წერს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ წარმომადგენელთა პალატაში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას საბოლოოდ დაამტკიცებენ და დოკუმენტს სენატში გადაგზავნიან. როგორც ამერიკული მედია იუწყება, ამ საკითხზე კენჭისყრა წარმომადგენელთა პალატაში 15 იანვარს გაიმართება.
დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დემოკრატებმა 2019 წლის ბოლოს დაიწყეს. წარმომადგენლობითმა პალატამ კენჭი უყარა ტრამპის წინააღმდეგ წაყენებულ ორ ბრალდებას, რომ მან თავისი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა და ის აბრკოლებდა კონგრესს. თავად ტრამპი ბრალდებას უარყოფს და იმპიჩმენტის პროცესს „პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.“
სენატში ტრამპის რესპუბლიკური პარტია ფლობს უმრავლესობას, რაც ანალიტიკოსებისა და მედიის შეფასებით, იმას ნიშნავს, რომ ტრამპის გადაყენება მოსალოდნელი არ არის.