ხუთშაბათს ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მეორე ვადით იქნა არჩეული. არჩევნები ბრიუსელში გუშინ, NATO-ს საგანგებო სამიტის შემდგომ ჩატარდა.
მიშელი, რომელიც წარსულში ბელგიის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მეორე ვადის უფლებამოსილების შესრულებას 1 ივნისს დაიწყებს და ამ პოსტს 2024 წლის ნოემბრის ბოლომდე დაიკავებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მთავარი როლი არის ევროკავშირის ეროვნული ლიდერების სამიტების თავმჯდომარეობა და ორგანოს მუშაობის კოორდინაცია.