მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Shell-ის გენერალური დირექტორი თანამდებობას ტოვებს

6311c4b0ce7b5
გიორგი თოლორდავა
02.09.22 12:56
516
ცხრაწლიანი მმართველობის შემდეგ, ბრიტანული ენერგოგიგანტის, Shell-ის გენერალური დირექტორი ბენ ვან ბეურდენი თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებას იღებს.

Reuters-ის ინფორმაციით, CEO-ს პოსტს ვან ბეურდენი ოფიციალურად მომავალ წელს დატოვებს და მას, სავარაუდოდ, დირექტორთა საბჭოს მიერ შერჩეულ ოთხ კანდიდატთაგან ერთ-ერთი დაიკავებს.

შერჩეულ კანდიდატებს შორის არიან: Shell-ის ბუნებრივი აირისა და განახლებადი ენერგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვაელ სავანი; მთავარი ფინანსური ოფიცერი სინაედ გორმანი და გადამამუშავებელი ოპერაციების ხელმძღვანელები ჰუბერტ ვიგევენო და ზოი იუჟნოვიჩი.

ცნობისთვის, 64 წლის ჰოლანდიელი Shell-ის გუნდს 1983 წელს შეუერდთა, 2014 წელს კი მან კომპანიის CEO-ს თანამდებობა დაიკავა. ვან ბეურდენის მრავალწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ბრიტანულ ენერგოკომპანიას არაერთ გამოწვევასთან მოუწია გამკლავება, მათ შორის უახლესია - მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისი და „მწვანე“ ენერგიაზე გადართვის პროცესი.

ვან ბეურდენის თანამდებობიდან გადადგომის ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირას ნორვეგიაში გამართულ ენერგეტიკულ კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისი, სავარაუდოდ, ევროპის მასშტაბით მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება.

"რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, ის მოსაზრება, რომ ეს კრიზისი მარტივად ან მალე დასრულება, არარეალისტურია და უნდა დავივიწყოთ“, - განაცხადა ვან ბეურდენმა.

Shell-ის CEO-ს შეფასებით, ევროპამ კრიზისის მოსაგვარებლად ენერგიის ალტერნატიული წყაროები უნდა გამონახოს და მოხმარების ახალ სტრატეგიაზე უნდა გაერთოს, რომელიც ენერგოეფექტურობას, ჭარბი მოხმარების შემცირებასა და დაზოგვაზე იქნება ორიენტირებული.

რაც შეეხება ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასებს. ვან ბეურდენის თქმით, ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია უახლოეს მომავალში იქნება და, სავარაუდოდ, მაღალი ფასები მომდევნო წლების განმავლობაშიც შენარჩუნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები