მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავლების უთანასწორობა მსოფლიოში - მითი და რეალობა

600e61296c768
თათია კაკიაშვილი
25.01.21 22:00
1559

შემოსავლების უთანასწორობა თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა. წლებია, მსოფლიო ამ გლობალურ უთანასწორობას ებრძვის, რომლის საწყისიც ფინანსურ კრიზისს უკავშირდება, თუმცა როგორც Deaton-ის ბოლოდროინდელი კვლევის შედეგებიდან ჩანს, სხვაობა შემოსავლების გლობალურ მაჩვენებლებს შორის, ბოლო პერიოდში, შემცირებულია. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, არსებობს არაერთი მითი, რომელიც მსოფლიო შემოსავლების სხვაობაზე ახდენს გავლენას. ერთ-ერთი ასეთია - კორონავირუსის პანდემია. კერძოდ, რიგი მეცნიერები და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის გაერო-ც, შიშობენ, რომ Covid-19-ის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო, სამყარო კიდევ უფრო ნაკლებად თანაბარი ეკონომიკური შესაძლებლობის მქონე ადგილი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუნდაც დაინფიცირების მხრივ, მდიდარმა ქვეყნებმა უკეთ შეძლეს საკუთარი თავის დაცვა. თუმცა, როგორც Bloomberg წერს, ეს მოსაზრება არასწორია.

Deaton-ის ეკონომისტების მიერ ჩატარებული ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ 2020 წელს გლობალურ დონეზე ყველაფერი პირიქით მოხდა. იმის გამო, რომ პანდემია არაპროპორციულად გავრცელდა მაღალშემოსავლიანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, შემოსავლების სხვაობა ღარიბ და მდიდარ ქვეყნებს შორის შემცირდა.

გამოცემის ინფორმაციით, ეს არ მეტყველებს ცალკეულ მდიდარ ქვეყნებში აქამდე არსებულ მნიშვნელოვან უთანასწორობაზე, თუმცა ეს სხვაობა ღარიბი ერების ე.წ. წარმატებას კი არა, იმას აჩვენებს, რომ COVID 19-მა მრავალი დასავლური ქვეყნის მთავრობა მარცხის წინაშე დააყენა, რომლებმაც საკუთარი მოქალაქეების ვირუსისგან სათანადო დაცვა ვერ შეძლეს: პანდემიამ გამოავლინა მდიდარი ქვეყნების საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების ტრაგიკული ხარვეზები.

ამასთან, კვლევა აჩვენებს, რომ ერთ სულ მოსახლეზე მეტი შემოსავლის მქონე სახელმწიფოებს პანდემიის შედეგად დაღუპულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ. თუმცა, ამ სტატისტიკის შეცვლა დღეს უკვე შესაძლებელია იმ ფონზე, როცა, მიუხედავად იმისა, რომ პანდემია კვლავ მძვინვარებს, მდიდარი ქვეყნები უკეთ უზრუნველყოფენ ვაქცინების განაწილებას. თუმცა, კოვიდის მსხვერპლთა უჩვეულოდ მაღალი რიცხვი მსოფლიოს ზოგიერთ მდიდარ ქვეყანაში - მაგალითად, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და შვედეთში - მაინც გასაოცარია.

მსოფლიოში არსებული უთანასწორობის დამარცხება მიჰყვება ტენდენციას, რომელიც 2007 წელს დაიწყო, მაგრამ ეს უთანასწორობა უფრო თვალსაჩინო 2020 წელს, პანდემიის გაძლიერებამდე გახდა. ნაშრომში აღნიშნულია, რომ თუ სხვადასხვა ქვეყანას მოსახლეობის რაოდენობის მხრივ შევადარებთ, უთანასწორობის მცირე ზრდას შევნიშნავთ. კვლევის ავტორების თქმით, ამას მთლიანად ჩინეთი განაპირობებს, რომელმაც პანდემიის მართვას გაცილებით უკეთ გაართვა თავი, ვიდრე ბევრმა სხვა სახელმწიფომ. თუმცა, თუ სრულ სურათს ჩინეთის მონაცემებს გამოვაკლებთ, უთანასწორობის დაღმავალი ტენდენცია კვლავ თავს იჩენს.

Deaton-ის კვლევის ავტორების განმარტებით, აშშ-ში პანდემიურმა რეცესიამ დაბალშემოსავლიანი სამუშაოები უფრო სწრაფად გაანადგურა, ვიდრე - მაღალშემოსავლიანი. საინტერესოა ისიც, რომ თუკი მდიდარ ქვეყნებთან შედარებით, განვითარებად ქვეყნებში შემოსავალი უფრო მკვეთრად დაეცემა, ეს მეტად მტკივნეული იქნება, რადგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღარიბის ზღვართან ახლოს არის. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, პანდემიის შედეგად, 2020 წელს უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის რიცხვი 88 მილიონიდან 115 მილიონამდე გაიზრდება და ჯერ გრძელვადიანი ეკონომიკური ზიანის სრულყოფილი სურათის წარმოდგენაც თითქმის შეუძლებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები